---
title: "მუხლი 11. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემის წესი და საფუძველი — საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/11"
law: "საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 18172"
adopted: "1998-12-13"
consolidated_as_of: "2018-12-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემის წესი და საფუძველი — საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2018-12-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/11

1. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობებს განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ხოლო საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს − საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გასცემს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.

2. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, როგორც წესი, წარმოებს ღირებულების წინასწარი გადახდის საფუძველზე.

3. სახელმწიფო რეზერვიდან საომარი და / ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გაცემულ მატერიალურ ფასეულობათა ღირებულების ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებით. საქართველოს 2005 წლის 10 ივნისის კანონი №1608 - სსმ I,  №33, 01.0 7.2005 წ., მუხ. 202 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1233 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2611 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/12.md
