---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/2"
law: "საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 18172"
adopted: "1998-12-13"
consolidated_as_of: "2018-12-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2018-12-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა ) მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვა – სახელმწიფო რეზერვის გაცემის შესახებ განკარგულების მიღებამდე, განკარგვის უფლების გარეშე, სახელმწიფო რეზერვში არსებული მატერიალური ფასეულობების შენახვა; ბ ) მიწოდება – მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვისათვის მატერიალურ ფასეულობათა შესყიდვა და / ან გადატვირთვა ( მიტანა) ; გ) გაცემა – სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გატანა განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების ოპერაციათა წარმოებისას; დ) განახლება – სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა მათი ტარის, შეფუთვისა და შენახვის დადგენილი ვადების გასვლასთან დაკავშირებით, აგრეთვე ისეთ გარემოებათა წარმოშობისას, რომლებიც განაპირობებენ რეზერვში შენახულ მატერიალურ ფასეულობათა გაფუჭებას ან ხარისხის დაქვეითებას შენახვის დადგენილი ვადების გასვლამდე, სახელმწიფო რეზერვში იმავე რაოდენობის ანალოგიურ მატერიალურ ფასეულობათა ერთდროული მიწოდების პირობით; ე ) შეცვლა – მიღებული სტანდარტების ან ტექნიკური პარამეტრების შეცვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, იმავე რაოდენობის ანალოგიური ან თვისობრივად მსგავსი მატერიალური ფასეულობების ჩანაცვლებით; ვ ) გასესხება – სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, დადგენილი დროის გასვლის შემდეგ სახელმწიფო რეზერვში იმავე ხარისხის, სახეობისა და რაოდენობის მატერიალურ ფასეულობათა დაბრუნების პირობით; ზ) ჯავშნიდან მოხსნა – სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა მისი შემდგომი დაბრუნების გარეშე; თ ) გაშვება – სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურის შეცვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა რეალიზაცია ან უსასყიდლოდ გაცემა გარკვეული მიმღებისათვის ( მომხმარებლისათვის) .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/3.md
