---
title: "მუხლი 6. სახელმწიფო რეზერვის დაფინანსება — საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/6"
law: "საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 18172"
adopted: "1998-12-13"
consolidated_as_of: "2018-12-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სახელმწიფო რეზერვის დაფინანსება — საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2018-12-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/6

1. სახელმწიფო რეზერვის და მისი სისტემის შენახვა - განვითარება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა გასესხებიდან , ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული სახსრების განკარგვა ხორციელდება „ საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. საპასუხისმგებლო შენახვაზე არსებულ სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა მიღებასთან, შენახვასთან , განახლებასთან , დამუშავებასთან , ინვენტარიზაციასთან , დაცვასთან, ბუნებრივ დანაკარგებთან და გაცემასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ დანიშნულებით გამოყოფილი თანხებით. თავი II. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებისა და განთავსების ორგანიზება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/7.md
