---
title: "მუხლი 7. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებაზე დაკვეთების ფორმირება — საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/7"
law: "საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 18172"
adopted: "1998-12-13"
consolidated_as_of: "2018-12-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებაზე დაკვეთების ფორმირება — საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2018-12-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/7

1. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებაზე დაკვეთები საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში ( მიუხედავად მათი ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო სახელმწიფო რეზერვის დადგენილ ოდენობამდე შევსებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შეარჩევს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებელს, აგრეთვე პროდუქციის ღირებულების, ხარისხის და ხანგრძლივი შენახვისათვის ვარგისობის გათვალისწინებით მასთან დებს ხელშეკრულებას.

3. სახელმწიფო რეზერვში მატერიალური ფასეულობების მიწოდების სახელმწიფო დამკვეთია სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო. საქართველოს 2005 წლის 10 ივნისის კანონი №1608 - სსმ I,  №33, 01.07.2005 წ., მუხ. 202 საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2611 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/8.md
