---
title: "მუხლი 8. სახელმწიფო რეზერვის განთავსება — საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/8"
law: "საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 18172"
adopted: "1998-12-13"
consolidated_as_of: "2018-12-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სახელმწიფო რეზერვის განთავსება — საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2018-12-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/8

1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა მარაგი განთავსდება სახელმწიფო რეზერვის შესანახად სპეციალური დანიშნულების საცავებში , რომელთა ამ მიზნით გამოყოფა და მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა მარაგი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება აგრეთვე განთავსდეს სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ საცავებში.

3. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციები ( შენახვა , მიწოდება , გაცემა , განახლება, შეცვლა , გასესხება , ჯავშნიდან მოხსნა , გაშვება) წარმოებს ამ კანონისა და „ სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ “ დებულების საფუძველზე. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4852 - სსმ I,  №21, 18.06.2007 წ., მუხ.175

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18172-sakartvelos-sakhelmwipo-materialuri-rezervebis-shesakheb/9.md
