---
title: "მუხლი 11 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/11"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 1819020"
adopted: "2012-12-28"
consolidated_as_of: "2013-01-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2013-01-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2013-01-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/11

1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

2. თუ დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება ამ მუხლში აღნიშნულ პირზე, თუ ამაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი).

3. დაზარალებული იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს მისი სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/12.md
