---
title: "მუხლი 23 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/23"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 1819020"
adopted: "2012-12-28"
consolidated_as_of: "2013-01-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2013-01-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2013-01-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/23

1. ბრალდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი.

2. ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.

3. მსჯავრდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, ხოლო ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გავრცელების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

4. ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით (გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლისა) გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში. ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/24.md
