---
title: "მუხლი 24 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/24"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 1819020"
adopted: "2012-12-28"
consolidated_as_of: "2013-01-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2013-01-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2013-01-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/24

1. ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ამნისტია პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ აღასრულონ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ამავე კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში. იმავე ვადაში მოხდეს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისაგან გათავისუფლება.

2. საქართველოს მთავარი პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი ბრალდებული პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ ამ კანონის საფუძველზე შუამდგომლობით მიმართავს უფლებამოსილ სასამართლოს ან ბრალდებულის თანხმობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას, ხოლო მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მიმართავს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/25.md
