---
title: "მუხლი 8 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/8"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 1819020"
adopted: "2012-12-28"
consolidated_as_of: "2013-01-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2013-01-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2013-01-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/8

1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით
,
261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის  ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირი, გარდა
იმავე კოდექსის XXXIII თავით
გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

2. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1819020-amnistiis-shesakheb/9.md
