---
title: "მუხლი 11¹. ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა შემოსავლების შესახებ — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/11-1"
law: "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
article: "11^1"
identifier: "1745"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11¹. ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა შემოსავლების შესახებ — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, მუხლი 11¹ (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/11-1

1. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასისა და სხვა შემოსავლების შესახებ.

2. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს ეკრძალება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება.

3. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებული არ არის, მის აქციონერს მიაწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუ ეს ინფორმაცია შეტანილია ანგარიშვალდებული საწარმოს ბოლო წლიურ ანგარიშში ან ნახევარი წლის ანგარიშში, რომელიც აქციონერებისთვის ხელმისაწვდომია.
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4792 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №813 - ვებგვერდი, 29.05.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/12.md
