---
title: "მუხლი 14¹. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიმართ დამატებითი მოთხოვნები — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/14-1"
law: "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
article: "14^1"
identifier: "1745"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14¹. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიმართ დამატებითი მოთხოვნები — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, მუხლი 14¹ (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/14-1

1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა ფასიანი ქაღალდების ყველა მფლობელის მიმართ, რომლებიც თანაბარ პირობებში იმყოფებიან.

2. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შექმნა და იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომლებიც საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს თავიანთი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

3. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით საჯარო გახადოს ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების პირობების ან/და საჯარო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული უფლებების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/15.md
