---
title: "მუხლი 45⁴. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/45-4"
law: "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
article: "45^4"
identifier: "1745"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45⁴. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, მუხლი 45⁴ (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/45-4

1. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად მიიჩნევა ამ კანონის 45
3
მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირის მიერ ამ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულმა პირმა მესამე პირს ინსაიდერული ინფორმაცია ჩვეულებრივი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების ფარგლებში გაუმჟღავნა.

2. ამ კანონის 45
3
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციასთან ან დაყოლიებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემდგომი გამჟღავნება ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად მიიჩნევა, თუ ამ ინფორმაციის გამამჟღავნებელმა პირმა მისი გამჟღავნებისას იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ რეკომენდაცია ან დაყოლიება ინსაიდერულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განმარტოს ამ მუხლის მოთხოვნები და განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები, აგრეთვე ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელ პირს დამატებითი ვალდებულებები დაუდგინოს.
საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/45-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/45-5.md
