---
title: "მუხლი 45. ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობა და ბაზრის მანიპულაცია. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/45"
law: "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
article: "45"
identifier: "1745"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობა და ბაზრის მანიპულაცია. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/45

1. პირს ეკრძალება შემდეგი ქმედების/ქმედებების განხორციელება:
ა) ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობა/ვაჭრობის მცდელობა;
ბ) მესამე პირისთვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემა ან მესამე პირის ინსაიდერულ ვაჭრობაზე დაყოლიება;
გ) ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება;
დ) ბაზრის მანიპულაცია/მანიპულაციის მცდელობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეს დამატებითი მოთხოვნები და ვალდებულებები დაუდგინოს.
საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/45-1.md
