---
title: "მუხლი 55². პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდები და მათი ემიტენტები — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/55-2"
law: "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
article: "55^2"
identifier: "1745"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55². პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდები და მათი ემიტენტები — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, მუხლი 55² (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/55-2

1. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდები, რომლებიც პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე განთავსდა ან/და შეთავაზებულ იქნა, არ მიიჩნევა საჯარო ფასიან ქაღალდებად, ხოლო ამ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი (პრივატიზებული საწარმო) არ მიიჩნევა ანგარიშვალდებულ საწარმოდ, თუ აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოხსნის მომენტიდან 3 თვის განმავლობაში ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი ანგარიშვალდებულ საწარმოზე არ ვრცელდება, თუ:
ა) მას ემისიის პროსპექტი ამ კანონის შესაბამისად აქვს დამტკიცებული;
ბ) იგი, იმ კალენდარული წლის წინა საანგარიშგებო პერიოდის მონაცემების მიხედვით, როდესაც მისი ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოიხსნა, აკმაყოფილებს პირველი კატეგორიის საწარმოსთვის ან მეორე კატეგორიის საწარმოსთვის
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
კრიტერიუმებს.
საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/55-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/55-3.md
