---
title: "მუხლი 56². ცენტრალური დეპოზიტარის განახლებულ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობა — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/56-2"
law: "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
article: "56^2"
identifier: "1745"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56². ცენტრალური დეპოზიტარის განახლებულ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობა — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, მუხლი 56² (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/56-2

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია 2024 წლის 1 ივნისამდე მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებულ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ შემთხვევაში ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიმართვის შემდეგ საქმიანობა განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
თავი XI
დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/56-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/57.md
