---
title: "მუხლი 7. დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/7"
law: "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
article: "7"
identifier: "1745"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება — ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/7

1. თუ ემიტენტი ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანია ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტი არღვევს ამ კანონის მე-4–მე-6 მუხლების მოთხოვნებს, ანდა თუ მათ მიერ ემისიის პროსპექტში მითითებული ინფორმაცია არსებითად არასწორი ან არასრულია, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება და განსაზღვროს ვადა ამგვარი დარღვევების გამოსასწორებლად. თუ დარღვევები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, გააუქმოს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება.

2. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შეაჩერებს ან გააუქმებს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედებას, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება აკრძალულია და მყიდველებს უფლება აქვთ, უარი თქვან თავიანთ შესყიდვებზე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის კანონი
№4201
- ვებგვერდი,
10.09.
2015
წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
კანონი
№441
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის
კანონი
№1903
- ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18196-pasiani-kaghaldebis-bazris-shesakheb/8.md
