---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18226-sakartveloshi-shemosuli-da-sakartvelodan-gasuli-turistebis-aghritskhvi/2"
law: "საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 18226"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2012-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ

> Text consolidated as of 2012-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2012-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18226-sakartveloshi-shemosuli-da-sakartvelodan-gasuli-turistebis-aghritskhvi/2

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტურისტი – პირი, რომელიც იმყოფება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, უცხო გარემოში, დასვენების, საქმიანი თუ სხვა მიზნით, ვადით არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს ერთი წლისა – უწყვეტად, და ყოფნის ადგილას მისი საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი; ბ) ერთდღიანი ვიზიტიორი – პირი, რომელიც იმყოფება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, უცხო გარემოში, დასვენების, საქმიანი თუ სხვა მიზნით, ვადით არა უმეტეს 24 საათისა და ყოფნის ადგილას მისი საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი; გ) ორგანიზებული ტურისტი – პირი, რომელსაც შეძენილი აქვს ტური, ანუ რომლის მოგზაურობა ორგანიზებულია ტურისტული სუბიექტის (ფირმის, საწარმოს, ორგანიზაციის, ტუროპერატორის და სხვა) მიერ და იღებს მისგან კომპლექსურ მომსახურებას; დ) ტრანზიტული ტურისტი – პირი, რომელიც მიემგზავრება მესამე ქვეყანაში საქართველოს ტერიტორიის გავლით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18226-sakartveloshi-shemosuli-da-sakartvelodan-gasuli-turistebis-aghritskhvi/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18226-sakartveloshi-shemosuli-da-sakartvelodan-gasuli-turistebis-aghritskhvi/3.md
