---
title: "მუხლი 10. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის იმ სახელმწიფო ან სპეციალური დანიშნულების გემის შესვლა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/10"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "10"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის იმ სახელმწიფო ან სპეციალური დანიშნულების გემის შესვლა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/10

უცხო ქვეყნის იმ სახელმწიფო ან სპეციალური დანიშნულების გემს, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით, უფლება აქვს შევიდეს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის გემებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე საქართველოს შესაბამისი ორგანოს ნებართვით. ნებართვის მოთხოვნა ხდება დიპლომატიური არხებით შესვლამდე 14 დღით ადრე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/11.md
