---
title: "მუხლი 12. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის ატომური გემისა და ატომური სამხედრო ხომალდის შესვლა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/12"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "12"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის ატომური გემისა და ატომური სამხედრო ხომალდის შესვლა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/12

1. უცხო ქვეყნის ატომურ გემსა და ატომურ სამხედრო ხომალდს უფლება აქვთ შევიდნენ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით. შესვლის წინ მათ უნდა გაიარონ სპეციალური შემოწმება რადიაციულ უსაფრთხოებაზე. შემოწმებას ახორციელებენ საქართველოს შესაბამისი ორგანოები.

2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის ატომური გემის ან ატომური სამხედრო ხომალდის დგომის დროს საქართველოს შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ მასზე მუდმივ დოზიმეტრიულ კონტროლს და რადიაციული ფონის სახიფათო ზრდის შემთხვევაში მოსთხოვენ გემის ან სამხედრო ხომალდის ადმინისტრაციას, რომ გემმა ან სამხედრო ხომალდმა დაუყოვნებლივ დატოვოს საქართველოს შიდა საზღვაო წყლები და ტერიტორიული ზღვა.

3. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება იმ გემებზეც, რომლებიც ახორციელებენ ბირთვული, რადიაქტიური, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებების ტრანსპორტირებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/13.md
