---
title: "მუხლი 17. უცხო ქვეყნის გემის მიერ მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/17"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "17"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. უცხო ქვეყნის გემის მიერ მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/17

უცხო ქვეყნის გემის გავლა ითვლება მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევად, თუ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში იგი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
ა) ძალის გამოყენების შესახებ მუქარა ან ძალის გამოყენება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან სხვა სახით საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევა;
ბ) სამხედრო მანევრები ან ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენებით სწავლება;
გ) საქმიანობა, რომლის მიზანია ინფორმაციის შეგროვება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საზიანოდ;
დ) პროპაგანდა, რომელიც ხელყოფს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესებს;
ე) საფრენი აპარატის ჰაერში ასვლა ან გემბანზე მიღება;
ვ) სამხედრო მოწყობილობის ჰაერში აწევა ან გემბანზე მიღება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ტვირთისა და ვალუტის დატვირთვა ან გადმოტვირთვა, ფიზიკური პირის გემბანზე მიღება ან გემიდან გადმოსმა;
თ) ზღვის გარემოს განზრახ და სერიოზული დაბინძურება;
ი) თევზჭერა;
კ) სამეცნიერო-კვლევითი, საძიებო ან ჰიდროგრაფიული საქმიანობა;
ლ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ელექტრონული სისტემების ან სხვა მოწყობილობებისა და ნაგებობების ფუნქციონირებისათვის ხელისშემშლელი პირობების შექმნა;
მ) საქმიანობა, რომელიც მშვიდობიან გავლასთან უშუალოდ არ არის დაკავშირებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/18.md
