---
title: "მუხლი 22. უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდისა და იმ სახელმწიფო გემის იმუნიტეტი, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/22"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "22"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდისა და იმ სახელმწიფო გემის იმუნიტეტი, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/22

1. თუ უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდი ან ის სახელმწიფო გემი, რომელიც არაკომერციული მიზნით გამოიყენება, დაარღვევს ამ კანონს ან სხვა ნორმატიულ აქტს და უგულებელყოფს საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საქართველოს შიდა საზღვაო წყლები და ტერიტორიული ზღვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, იკრძალება უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის ან იმ სახელმწიფო გემის იმუნიტეტის დარღვევა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით.

3. გემის დროშის სახელმწიფო პასუხისმგებელია იმ ზიანის ანზღაურებაზე, რომელსაც საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას იწვევს სამხედრო ხომალდი ან ის სახელმწიფო გემი, რომელიც არაკომერციული მიზნით გამოიყენება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/23.md
