---
title: "მუხლი 24. საქართველოს შესაბამისი ორგანოების უფლებები უცხო ქვეყნის გემის მიმართ — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/24"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "24"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საქართველოს შესაბამისი ორგანოების უფლებები უცხო ქვეყნის გემის მიმართ — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/24

საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე მყოფი უცხო ქვეყნის გემის მიმართ საქართველოს შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილნი არიან:
ა) გაუგზავნონ შეკითხვა და მიიღონ პასუხი, თუ გემი ეჭვმიტანილია მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევაში;
ბ) წინადადება მისცენ გემს შეიცვალოს კურსი, თუ იგი მიემართება იმ რაიონისაკენ, სადაც ნაოსნობა აკრძალულია;
გ) გააჩერონ გემი და დაათვალიერონ იგი, ან ჩაუტარონ ინსპექტირება და შეადგინონ შესაბამისი დოკუმენტი;
დ) მიიღონ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ;
ე) დააკავონ გემი და მიაცილონ იგი საქართველოს უახლოეს ნავსადგურში, გადასცენ გემის მიერ ჩადენილი დარღვევის მასალები საგამოძიებო ორგანოებს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოში გემის დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულოს;
ვ) აკრძალონ გემის შესვლა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე, თუ გემი ან მისი ტვირთი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან ზღვის ცოცხალ რესურსებს;
ზ) აკრძალონ გემის ნავსადგურიდან გასვლა, თუ გემის ტექნიკური მდგომარეობა ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს;
თ) თუ უცხო ქვეყნის გემი არ ემორჩილება საქართველოს შესაბამისი ორგანოების მოთხოვნებს და წინააღმდეგობას უწევს მათ დაკავების დროს, ამ ორგანოებს უფლება აქვთ მიმართონ იძულების ხერხებს, მათ შორის, დადგენილი წესით გამოიყენონ იარაღი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/25.md
