---
title: "მუხლი 30. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/30"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "30"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/30

1. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არის ზღვის რაიონი, ზღვის ფსკერისა და წიაღისეულის ჩათვლით, რომელიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ და ეკვრის მას.

2. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სიგანე აითვლება იმ საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე.
საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/31.md
