---
title: "მუხლი 31. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვარი — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/31"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "31"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვარი — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/31

1. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვარი ან მისი შემცვლელი გეოგრაფიული კოორდინატები დგინდება საქართველოსა და სხვა შავიზღვისპირა ქვეყნების საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

2. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები დაიტანება დადგენილი მასშტაბის რუკებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ და ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. ამ რუკების ასლები შესანახად ეგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №783 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.251

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/32.md
