---
title: "მუხლი 32. საქართველოს უფლება-მოვალეობები თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/32"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "32"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. საქართველოს უფლება-მოვალეობები თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/32

1. საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ახორციელებს:
ა) სუვერენულ უფლებებს, როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების დაზვერვის, მოპოვებისა და დაცვის მიზნით, აგრეთვე წყლის, დინებისა და ქარის გამოყენებით ენერგიის მისაღებად;
ბ) იურისდიქციას ხელოვნური კუნძულების, ნაგებობების აგებაზე, მოწყობილობების დამონტაჟებაზე და მათ გამოყენებაზე, საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელებაზე და ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაზე;
გ) საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

2. საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ამ კანონით დადგენილი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ითვალისწინებს სხვა ქვეყნების უფლება-მოვალეობებს და მოქმედებს საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესების შესაბამისად.

3. ამ კანონით დადგენილი საქართველოს უფლებები საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ზღვის ფსკერისა და წიაღისეულის მიმართ ხორციელდება ამ კანონის მე-6 თავის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/33.md
