---
title: "მუხლი 33. უცხო ქვეყნის უფლებები საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/33"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "33"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. უცხო ქვეყნის უფლებები საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/33

1. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა ქვეყანა (როგორც ზღვისპირა, ისე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები) საერთაშორისო სამართლისა და ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სარგებლობს ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლებით, კაბელებისა და მილსადენების გაყვანის უფლებით და ზღვით სარგებლობის სხვა მართლზომიერი შესაძლებლობებით, რომლებიც ამ თავისუფლებებს განეკუთვნება.

2. ამ კანონისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უცხო ქვეყანამ თავისი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს უფლება-მოვალეობები.
საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/34.md
