---
title: "მუხლი 36. თევზის ანადრომული სახეობების დაცვა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/36"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "36"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. თევზის ანადრომული სახეობების დაცვა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/36

1. საქართველო პირველ რიგში დაინტერესებული და პასუხისმგებელია თევზის ანადრომული სახეობების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებაზე, რომლებიც ჩნდებიან საქართველოს მდინარეებში და თავისი საცხოვრებელი ციკლის ნაწილს სხვა ქვეყნების წყლებში ატარებენ.

2. საქართველო უზრუნველყოფს თევზის ანადრომული სახეობების შენარჩუნებას, დაცვასა და ოპტიმალურ გამოყენებას თავის წყლებში მათი რეწვის რეგულირებით და სხვა დაინტერესებულ ქვეყნებთან ხელშეკრულებების დადებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/37.md
