---
title: "მუხლი 37. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში საქართველოს სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის დარღვევის საწინააღმდეგო ზომები — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/37"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "37"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში საქართველოს სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის დარღვევის საწინააღმდეგო ზომები — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/37

1. თუ საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში უცხო ქვეყნის გემმა დაარღვია ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო იღებს საჭირო ზომებს ასეთი დარღვევის აღკვეთის ან თავიდან აცილების მიზნით. მას უფლება აქვს, ჩაატაროს გემის ინსპექტირება და დააკავოს იგი დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად.

2. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში საქართველოს სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის დარღვევის აღკვეთის ან თავიდან აცილების მიზნით მიღებული ზომების შესახებ ეცნობება გემის დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ აგენტს ან კომპეტენტურ თანამდებობის პირს.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3157 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.146
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №623 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.229
თავი VI.
საქართველოს კონტინენტური შელფი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/38.md
