---
title: "მუხლი 42. უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს კონტინენტურ შელფზე კაბელებისა და მილსადენების გაყვანა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/42"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "42"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს კონტინენტურ შელფზე კაბელებისა და მილსადენების გაყვანა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/42

1. უცხო ქვეყნების, მათი ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს კონტინენტურ შელფზე კაბელებისა და მილსადენების გაყვანა ხორციელდება საქართველოს კონტინენტური შელფის დაზვერვის, მისი რესურსების დამუშავებისა და ზღვის გარემოს დაცვის უფლებების გათვალისწინებით.

2. საქართველოს კონტინენტურ შელფზე კაბელებისა და მილსადენების გაყვანის ადგილები დგინდება საქართველოს შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/43.md
