---
title: "მუხლი 44. ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნის ზღვით სარგებლობისა და ზღვაზე გასვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი ტრანზიტის უფლება — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/44"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "44"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნის ზღვით სარგებლობისა და ზღვაზე გასვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი ტრანზიტის უფლება — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/44

1. ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანას უფლება აქვს ზღვაზე გასვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ისარგებლოს ტრანზიტის თავისუფლებით ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ზღვაზე გასვლის მიზნით ტრანზიტის წესი განისაზღვრება საქართველოსა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს შორის დადებული ორმხრივი ან რეგიონული ხელშეკრულებებით.

3. საქართველოს უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, რათა ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნის უფლებებით არ შეიზღუდოს საქართველოს უფლებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/45.md
