---
title: "მუხლი 47. უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში სამეცნიერო კვლევების განხორციელება — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/47"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "47"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში სამეცნიერო კვლევების განხორციელება — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/47

1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეცნიერო კვლევები და საძიებო სამუშაოები უცხო ქვეყნის ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეიძლება განახორციელონ საქართველოს შესაბამისი ორგანოების ნებართვით და მათი რეკომენდაციების შესაბამისად.

2. საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ შეაჩერონ ან აკრძალონ უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში სამეცნიერო კვლევებისა და საძიებო სამუშაოების განხორციელება, თუ ისინი არღვევენ კვლევის განხორციელების დადგენილ პირობებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/48.md
