---
title: "მუხლი 48. სამეცნიერო კვლევის განხორციელების პრინციპები საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/48"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "48"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. სამეცნიერო კვლევის განხორციელების პრინციპები საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/48

საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევა ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
ა) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით;
ბ) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება სათანადო მეცნიერული მეთოდებით და სახსრებით, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნათა შესაბამისად;
გ) სამეცნიერო კვლევა არ უნდა უქმნიდეს გაუმართლებელ დაბრკოლებებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ ზღვით მართლზომიერ სარგებლობას;
დ) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება ყველა იმ წესის გათვალისწინებით, რომელიც ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად მიიღება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/49.md
