---
title: "მუხლი 50. უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/50"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "50"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/50

ის უცხო ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც სურთ განახორციელონ სამეცნიერო კვლევა საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე, ვალდებულნი არიან კვლევის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე საქართველოს შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) პროექტის მიზანი და ხასიათი;
ბ) კვლევის მეთოდები და სამეცნიერო ხელსაწყო-მოწყობილობების დასახელება, გემის დასახელება, ტონაჟი, ტიპი და კლასი, სამეცნიერო ხელსაწყო-მოწყობილობების აღწერილობა;
გ) იმ რაიონების ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები, სადაც განხორციელდება პროექტი;
დ) კვლევითი გემების პირველად შემოსვლისა და საბოლოო გასვლის, აგრეთვე მოწყობილობების დამონტაჟებისა და მოხსნის სავარაუდო თარიღები;
ე) იმ ორგანიზაციის დასახელება, რომელიც ახორციელებს პროექტს, აგრეთვე მისი ხელმძღვანელისა და პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების მონაცემები;
ვ) საქართველოს მიერ პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა;
ზ) სხვა აუცილებელი მონაცემები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/51.md
