---
title: "მუხლი 51. უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი პირობების დაცვის ვალდებულება — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/51"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "51"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი პირობების დაცვის ვალდებულება — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/51

უცხო ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის განხორციელებისას ვალდებულნი არიან:
ა) უზრუნველყონ საქართველოს უფლება მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში, განსაკუთრებით – კვლევით გემებზე და მოწყობილობებზე განხორციელებულ კვლევაში, თუ ეს პრაქტიკულად შესაძლებელია;
ბ) საქართველოს თხოვნით მიაწოდონ მას წინასწარი მოხსენებები, როგორც კი ეს პრაქტიკულად გახდება შესაძლებელი, აგრეთვე კვლევის საბოლოო შედეგები და დასკვნები;
გ) საშუალება მისცენ საქართველოს გაეცნოს სამეცნიერო კვლევის შედეგებს, გადასცენ მას მონაცემები, რომელთა ასლის გადაღებაც შესაძლებელია და ნიმუშები, რომელთა განაწილებაც მათი სამეცნიერო ღირებულების შემცირების გარეშე შეიძლება;
დ) საქართველოს თხოვნით მიაწოდონ მას ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების, ნიმუშებისა და კვლევის შედეგების შემაჯამებელი ინფორმაცია ან დაეხმარონ მას მათ შეფასებასა და ინტერპრეტაციაში;
ე) დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს შესაბამის ორგანოებს სამეცნიერო კვლევის პროექტში შეტანილი ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ;
ვ) კვლევის დასრულების შემდეგ დაშალონ სამეცნიერო მოწყობილობები, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/52.md
