---
title: "მუხლი 52. ნაგულისხმები თანხმობა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/52"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "52"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. ნაგულისხმები თანხმობა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/52

უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უფლება აქვთ დაიწყონ სამეცნიერო კვლევის განხორციელება საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების მომენტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, თუ 4 თვის განმავლობაში საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა არ შეატყობინეს უცხო ქვეყნებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველო უარს ამბობს სამეცნიერო კვლევის განხორციელებაზე შემდეგი მოტივით:
ა) პროექტის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება;
ბ) ამ კანონის 50-ე და 51-ე მუხლების საფუძველზე ითხოვენ დამატებით ინფორმაციას სამეცნიერო კვლევის პირობების შესახებ;
გ) უცხო ქვეყანამ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც სურს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის განხორციელება, ადრე განხორციელებული კვლევის დროს არ შეასრულა საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/53.md
