---
title: "მუხლი 53. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერება ან შეწყვეტა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/53"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "53"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერება ან შეწყვეტა — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/53

1. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერება, თუ:
ა) კვლევითი საქმიანობა არ ხორციელდება ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად;
ბ) უცხო ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევას, არ იცავს ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

2. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეწყვეტა ამ კანონის 50-ე მუხლის დებულებების ნებისმიერი შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ ეს კვლევითი პროექტის ან სამეცნიერო საქმიანობის სერიოზული ცვლილებების ტოლფასია.

3. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეწყვეტა, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიტუაცია არ შეიცვლება გარკვეული დროის განმავლობაში.

4. საქართველოს მიერ სამეცნიერო კვლევის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინების შემდეგ ის ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს კვლევას, აჩერებს ან წყვეტს კვლევით საქმიანობას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერების შესახებ დადგენილება უქმდება საქართველოს მიერ და კვლევა შეიძლება გაგრძელდეს, თუ მისი განხორციელების უფლების მქონე ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დააკმაყოფილებს ამ კანონის 50-ე და 51-ე მუხლების მოთხოვნებს.
საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/54.md
