---
title: "მუხლი 62. საქართველოს საზღვაო სივრცის დაბინძურება უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის ან იმ გემისა და საფრენი აპარატის მიერ, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული სამთავრობო მიზნით — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/62"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "62"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. საქართველოს საზღვაო სივრცის დაბინძურება უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის ან იმ გემისა და საფრენი აპარატის მიერ, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული სამთავრობო მიზნით — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/62

უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდისა და დამხმარე სამხედრო გემის, აგრეთვე იმ გემისა და საფრენი აპარატის მიერ, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული სამთავრობო მიზნით, საქართველოს საზღვაო სივრცის დაბინძურების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გემის დროშის სახელმწიფოს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/63.md
