---
title: "მუხლი 63. სამართლებრივი დახმარება უცხო ქვეყნის საზღვაო სივრცის დაბინძურების შემთხვევაში — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/63"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "63"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. სამართლებრივი დახმარება უცხო ქვეყნის საზღვაო სივრცის დაბინძურების შემთხვევაში — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 63 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/63

1. უცხო ქვეყნის საზღვაო სივრცის სერიოზული დაბინძურების შემთხვევაში ამ ქვეყნის თხოვნით საქართველო უწევს მას სამართლებრივ დახმარებას პიროვნების დაკითხვის, საბუთების შემოწმების, აგრეთვე გემის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების სახით იმ დროს, როდესაც გემი, რომელმაც დააბინძურა ზღვის გარემო, იმყოფება საქართველოს ნავსადგურში ან შიდა საზღვაო წყლებში. ასეთი დახმარება ხორციელდება გემის დროშის სახელმწიფოს თხოვნითაც.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარება ხორციელდება ურთიერთდახმარების პრინციპით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/64.md
