---
title: "მუხლი 64. ზღვის ნაკრძალი რაიონი და საზღვაო სანიტარიული რაიონები — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/64"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "64"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. ზღვის ნაკრძალი რაიონი და საზღვაო სანიტარიული რაიონები — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/64

საქართველოში იქმნება შემდეგი ზღვის ნაკრძალი რაიონი და საზღვაო სანიტარიული რაიონები:
ა) ზღვის ნაკრძალი რაიონი – საქართველოს ტერიტორიული ზღვის სანაპირო ზოლი მდინარე რიონის შესართავიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ანაკლიის დასახლებულ პუნქტამდე, რომლის სიგანე 5 საზღვაო მილია. ზღვის ნაკრძალ რაიონს ეკვრის ორი მილის სიგანის დამცავი ზონა. ამ რაიონში აკრძალულია თევზჭერა. ნაოსნობა დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში;
ბ) საქართველოს პირველი საზღვაო სანიტარიული რაიონი (წყლით სარგებლობის ზონა) – საქართველოს შიდა წყლები და ტერიტორიული ზღვის სანაპირო ზოლი, რომლის სიგანე 12 საზღვაო მილია. ამ ზონაში აკრძალულია ნავთობშემცველი ნარევების, გემების ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ნარჩენების, გემის გამდინარე წყლებისა და ტანკერებიდან სუფთა ბალასტის ზღვაში ჩაშვება;
გ) მეორე საზღვაო სანიტარიული რაიონი – სანაპირო ზონა, რომლის სიგანე 50 საზღვაო მილია. ამ ზონაში აკრძალულია ნავთობშემცველი წყლების და სუფთა ბალასტის ზღვაში ჩაშვება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც იმავდროულად სრულდება „გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით დადგენილი მოთხოვნები.
თავი X. უცხო ქვეყნის გემის დევნა და დაკავება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/65.md
