---
title: "მუხლი 66. უცხო ქვეყნის გემის დევნის წესი — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/66"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "66"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66. უცხო ქვეყნის გემის დევნის წესი — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 66 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/66

1. უცხო ქვეყნის გემის დევნა შეიძლება დაიწყოს, თუ გემი ან მისი ერთ-ერთი ნავი იმყოფება:
ა) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში ან ტერიტორიულ ზღვაში ამ კანონის 65-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევით;
ბ) საქართველოს მიმდებარე ზონაში ამ კანონის 65-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევით;
გ) საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე ამ კანონის 65-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევით.

2. უცხო ქვეყნის გემის დევნა იწყება, თუ იგი არ ემორჩილება გაჩერების ბრძანებას. დევნა ხორციელდება შეუჩერებლად, სანამ გემი არ შევა თავისი ან სხვა ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში.

3. უცხო ქვეყნის გემის დევნა ხორციელდება საქართველოს შესაბამისი ორგანოების სამხედრო ხომალდით და სამხედრო საფრენი აპარატით, ან სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო გემითა და საფრენი აპარატით, რომელთაც აქვთ შესაბამისი განმასხვავებელი ნიშნები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/65.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/67.md
