---
title: "მუხლი 7. საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლი — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/7"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "7"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლი — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/7

1. საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლს ახორციელებენ:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო;
ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1695);
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. ყველა გემი, რომელიც ახორციელებს ნაოსნობას საქართველოს საზღვაო სივრცეში, ვალდებულია დაიცვას გემების ცნობათა სისტემის მოთხოვნები.
საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3157 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.146
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №623 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.229
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №783 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.251
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1695
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
თავი II. საქართველოს შიდა საზღვაო წყლები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/8.md
