---
title: "მუხლი 8. საქართველოს შიდა საზღვაო წყლები — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/8"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "8"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საქართველოს შიდა საზღვაო წყლები — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/8

საქართველოს შიდა საზღვაო წყლები მოიცავს:
ა) საქართველოს ნავსადგურების შიდა აკვატორიას, ნავსადგურის შესასვლელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების უკიდურესი წერტილების შემაერთებელი საწყისი ხაზებიდან ნაპირის მიმართულებით;
ბ) საქართველოს მდინარეთა შესართავებს მდინარის სიგანეზე გავლებული სწორი ხაზებიდან, რომლებიც აერთებენ მის ნაპირებზე განლაგებული საწყისი ხაზების შესაბამის წერტილებს;
გ) ზღვის ნაწილს, რომელიც მოქცეულია სანაპირო ზოლსა და იმ საწყის ხაზებს შორის, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/9.md
