---
title: "მუხლი 9. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის იმ გემის შესვლა, რომელიც გამოიყენება კომერციული ან საქველმოქმედო მიზნით — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/9"
law: "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ"
article: "9"
identifier: "1761"
adopted: "1998-12-24"
consolidated_as_of: "2023-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის იმ გემის შესვლა, რომელიც გამოიყენება კომერციული ან საქველმოქმედო მიზნით — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/9

1. უცხო ქვეყნის გემს, რომელიც გამოიყენება კომერციული ან საქველმოქმედო მიზნით, უფლება აქვს შევიდეს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის გემებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს უცხო ქვეყნის გემებისათვის ღია ნავსადგურებისა და რეიდების ჩამონათვალს, რომელიც ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“.

3. უცხო ქვეყნის გემს, რომელიც გამოიყენება კომერციული ან საქველმოქმედო მიზნით, უფლება აქვს შევიდეს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში საქართველოს შესაბამისი ორგანოების ნებართვით.
საქართველოს 2013 წლის 2
7
სექტემბრის
კანონი №1359
– ვებგვერდი, 09.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18244-sakartvelos-sazghvao-sivrtsis-shesakheb/10.md
