---
title: "მუხლი 1. სადაზვერვო საქმიანობა — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/1"
law: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 18358"
adopted: "1999-03-19"
consolidated_as_of: "2010-04-27"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-05-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 1. სადაზვერვო საქმიანობა — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2010-04-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-05-10.
> Cite as: სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2010-04-27), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/1

1. სადაზვერვო საქმიანობა არის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მოქმედებების, გეგმების, მიზნების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა ინფორმაციის მოპოვებითა და მისი ანალიზით, აგრეთვე საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის მეშვეობით.

2. სადაზვერვო საქმიანობას თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ: ა) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და გარემოს დაცვის სფეროებში; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები – სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო-ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სფეროებში; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში.

3. სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები ქმნიან საქართველოს დაზვერვის სისტემას.

4. საქართველოს დაზვერვის სისტემის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საგარეო საფრთხის პროგნოზირება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის ინფორმაციის დროულად მიწოდება; ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სადაზვერვო (პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ, სამეცნიერო-ტექნიკურ, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში) ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი და დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს პარლამენტისათვის და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელთათვის მიწოდება; გ) საქართველოს საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული კურსის გატარებისათვის ხელის შეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №65 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.47 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №817 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.196 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3155 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.144 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №621 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.227

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Next article: https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/2.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
