---
title: "მუხლი 10. საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/10"
law: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 18358"
adopted: "1999-03-19"
consolidated_as_of: "2010-04-27"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-05-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10. საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2010-04-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-05-10.
> Cite as: სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2010-04-27), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/10

1. საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.

2. არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა იმ ორგანოებისა ან თანამდებობის პირებისა, რომელთა ასეთი უფლებამოსილება გათვალისწინებულია კანონით.

3. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების ხელყოფა, მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ხელყოფა, იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. აკრძალულია საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურის სამართალდამცავი ორგანოებისათვის წარდგენა ან ადმინისტრაციული დაკავება, მისი სამუშაო ადგილის, ნივთების, პირადი ან მის მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკა საქართველოს დაზვერვის სისტემის შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენლის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყო ვ ნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს დაზვერვის სისტემის შესაბამის დაწესებულებას.

5. საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურეს უფლება აქვს თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უშუალოდ მიმართოს სასამართლოს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/11.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
