---
title: "მუხლი 14. იმ პირის უფლება-მოვალეობანი, რომელიც კონფიდენციალურ დახმარებას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემას — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/14"
law: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 18358"
adopted: "1999-03-19"
consolidated_as_of: "2010-04-27"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-05-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 14. იმ პირის უფლება-მოვალეობანი, რომელიც კონფიდენციალურ დახმარებას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემას — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2010-04-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-05-10.
> Cite as: სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2010-04-27), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/14

1. პირს, რომელიც დახმარებას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემას უფლება აქვს: ა) საქართველოს დაზვერვის სისტემასთან დადოს კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ან ითანამშრომლოს სხვა არსებული ფორმებით; ბ) საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს საქართველოს დაზვერვის სისტემის მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიიღოს სათანადო ანაზღაურება; ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რაც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას საქართველოს დაზვერვის სისტემისათვის დახმარების გაწევის დროს.

2. პირი, რომელიც თანამშრომლობს საქართველოს დაზვერვის სისტემასთან, ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს დაზვერვის სისტემასთან თანამშრომლობის პირობები; ბ) არ მიაწოდოს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია; გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

3. პირი, რომელიც დახმარებას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემას, კანონით დაცული იმ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაზვერვის სისტემასთან თანამშრომლობის დროს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/15.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
