---
title: "მუხლი 5. საქართველოს დაზვერვის სისტემის საერთო და განსაკუთრებული კომპეტენცია — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/5"
law: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 18358"
adopted: "1999-03-19"
consolidated_as_of: "2010-04-27"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-05-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5. საქართველოს დაზვერვის სისტემის საერთო და განსაკუთრებული კომპეტენცია — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2010-04-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-05-10.
> Cite as: სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2010-04-27), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/5

1. საქართველოს დაზვერვის სისტემა: ა) ნებაყოფლობის საფუძველზე კონფიდენციალურად ან ღიად თანამშრომლობს პირებთან, რომლებმაც გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი; ბ) საკუთარი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების საუწყებო და ორგანიზაციული კუთვნილების, შენობა-ნაგებობათა და სატრანსპორტო საშუალებათა კონსპირაციის მიზნით ახორციელებს მათ დაშიფრვას; გ) საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დებს ხელშეკრულებებს, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობითაა ნაკარნახევი; დ) უზრუნველყოფს საკუთარ უშიშროებას, იცავს თავის მოსამსახურეებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; ე) უზრუნველყოფს მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის ოპერატიულად მიწოდებას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა სახელმწიფოთა ფარული სადაზვერვო საქმიანობის, აგრეთვე საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკობიზნესისა და ორგანიზებული დამნაშავეობის გამოვლენის ღონისძიებებში; ზ) ტექნიკური არხებიდან და ეთერიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს რადიოელექტრონულ და ტექნიკურ საშუალებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) იცავს სადაზვერვო მონაცემებს, აგრეთვე მათი მოპოვების წყაროებსა და მეთოდებს უნებართვო გამჟღავნებისაგან; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ურთიერთობას საზღვარგარეთის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებთან; კ) შეიმუშავებს სადაზვერვო წყაროების, მეთოდების, ანალიტიკურ სამუშაოთა დაცვის პროგრამებს.

2. სამსახური აგრეთვე: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვას, როგორც თავის ქვედანაყოფებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიურ და სხვა დაწესებულებებში. ამ მიზნით იყენებს როგორც ოპერატიულ, ისე საინჟინრო-ტექნიკური დაცვის ღონისძიებებს ტექნიკური არხებიდან სახელმწიფო საიდუმლოების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ორგანიზაციებისა და მივლინებაში მყოფ იმ მოქალაქეთა და მათი ოჯახის წევრთა უშიშროებას, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან. საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №65 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.47 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №817 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.196

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/6.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
