---
title: "მუხლი 7. საქართველოს საგარეო დაზვერვის სისტემის ხელმძღვანელობა — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/7"
law: "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 18358"
adopted: "1999-03-19"
consolidated_as_of: "2010-04-27"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-05-10"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 7. საქართველოს საგარეო დაზვერვის სისტემის ხელმძღვანელობა — სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2010-04-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-05-10.
> Cite as: სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2010-04-27), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/7

1. საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო დაზვერვის სისტემასა და საზღვარგარეთის სახელმწიფოთა დაზვერვის და კონტრდაზვერვის სამსახურებს შორის საუწყებათაშორისო ხასიათის მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის მიზანშეწონილობის შესახებ.

2. სამსახური წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებას, რომელიც კოორდინაციას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაზვერვის ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას.

2¹. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე.

3. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც შემოსულია იმ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფლება აწარმოონ სადაზვერვო საქმიანობა ან რომლებისთვისაც თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას ცნობილი გახდა სადაზვერვო ინფორმაცია, სამსახურის მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით მიეწოდება საქართველოს პრეზიდენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს.

5. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

6. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სადაზვერვო მეთოდებით მიღებული ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის; ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში, ნიშნავს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენელს; გ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას; დ) უზრუნველყოფს თავისი მოსამსახურეების სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას. ე) კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას. საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №65 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.47 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №817 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.196 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1881 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.203

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18358-sadazvervo-sakmianobis-shesakheb/8.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
