---
title: "მუხლი 10¹. ნავთობის ეროვნული კომპანიისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლების მინიჭება — ნავთობისა და გაზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/10-1"
law: "ნავთობისა და გაზის შესახებ"
article: "10^1"
identifier: "1892"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10¹. ნავთობის ეროვნული კომპანიისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლების მინიჭება — ნავთობისა და გაზის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნავთობისა და გაზის შესახებ, მუხლი 10¹ (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/10-1

1. ნავთობის ეროვნულ კომპანიას სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ ფართობზე, რომელზედაც არცერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლება და დაწყებული არ არის ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.

2. სააგენტო ნავთობის ეროვნულ კომპანიას ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლებას მიანიჭებს, თუ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის შემუშავებულ პროექტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის სტატუსი მიენიჭება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნავთობის ეროვნული კომპანია ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებს ახორციელებს სააგენტოსთან დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად, რომლის პირობები პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტურია.

4. ამ მუხლის საფუძველზე დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით ნავთობის ეროვნული კომპანია არ ასრულებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს, გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირების საფასურის გადახდისა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვისა. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. თავი III. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებები, ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის თავისებურებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/11.md
