---
title: "მუხლი 14. სარისკო მომსახურების ხელშეკრულება — ნავთობისა და გაზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/14"
law: "ნავთობისა და გაზის შესახებ"
article: "14"
identifier: "1892"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. სარისკო მომსახურების ხელშეკრულება — ნავთობისა და გაზის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნავთობისა და გაზის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/14

სარისკო მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი პირობებია: ა) ინვესტორი გაიღებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და გეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და წარუმატებლობის შემთხვევაში თავის თავზე იღებს რისკს; ბ) ნავთობისა და გაზის რესურსების წარმატებული ძიების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ნავთობისა და გაზის მოპოვების და ნავთობისა და გაზის სხვა ოპერაციების წარმოების შესახებ იღებს სააგენტო; გ) ინვესტორს სახელმწიფო უნაზღაურებს მის მიერ დახარჯულ კაპიტალს სასესხო პროცენტით და დამატებით გადასახადს ნავთობისა და გაზის ძიების რისკის თავის თავზე აღებისათვის, თუ ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული; დ) ინვესტორს დანახარჯები უნაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით. სააგენტოს გადაწყვეტილებით ინვესტორს დანახარჯები შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად აუნაზღაურდეს მოპოვებული ნავთობითა და გაზით, ან მიეცეს ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება; საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18424-navtobisa-da-gazis-shesakheb/15.md
